რეგისტრატორი
"ადეიშვილის კლინიკა" ქუთაისში ეძებს რეგისტრატორს.
თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
- წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
- პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება;
- მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ქართული ენის გამართული ფლობა.
საჭირო უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: რეგისტრატორი.
ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.