მოუშენ დიზაინერი / Motion Graphics Designer
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს მოუშენ დიზაინერი / Motion Graphics Designer-ის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ვიდეოების, ანიმაციებისა და ილუსტრაციების იდეების შემუშავება და შექმნა.
- ვიდეომასალისთვის გრაფიკული ელემენტების, ინფოგრაფიკების, ტიტრებისა და გადასვლების შექმნა;
- ბრენდბუქის სტანდარტების დაცვა და ვიზუალური იდენტობის მორგება სხვადასხვა ციფრულ არხზე;
- შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობა;
- ეფექტური კომუნიკაცია ყველა ჩართულ მხარესთან ვადების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები - Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Adobe After Effects, Illustrator, Adobe Premiere Pro), Final Cut Pro-ს, და „მოუშენ დიზაინის“ სხვა პროგრამების კარგი ცოდნა; - ტიპოგრაფიის სიღრმისეული გაგება და მისი გამოყენება გრაფიკულ დიზაინში; - „მოუშენ დიზაინერად“ მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა პორტფოლიოს წარმოდგენა); - დროის ეფექტიანი მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ. ფოსტაზე hr@mepa.gov.ge უნდა გამოგზავნონ: CV ქართულ ენაზე და პორტფოლიო, რომელიც ადასტურებს შემოქმედებით კარიერას;