8135 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TAG3HASF გამოქვეყნდა 1 სექ 0 ნახვა

უფროსი მედდა

საქართველოს კლინიკები გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი მედდის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, თბილისი, ლუბლიანას 21;

სამუშო გრაფიკი და განყოფილება: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის მასშტაბით, სათავო ოფისის მიერ მოწოდებული საექთნო პროტოკოლების, პოლისებისა და წესების შესრულების მონიტორინგი;

** ინფექციის კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესრულების პროცესის მართვა/მონიტორინგი;

** სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, სტერილიზაციის, დეკონტამინაციის, დეზინფექციისა და ნარჩენების გატანის პროცესების მართვა;

** სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და მონაცემების პორტალზე ატვირთვა;

** ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამის აუთსორსინგულ კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;

** კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;

** სამედიცინო აპარატურის მოთხოვნის ინიცირება (ახლის საჭიროების ან არსებულის დახარვეზების შემთხვევაში) უშუალო ხელმძღვანელთან;

** ახალი თანამშრომლის სწავლება, სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში დახმარება;

** დაქვემდებარებული თანამშრომლის გამოსაცდელი ვადის შეფასების პროცესში რეკომენდაციის მიწოდება კლინიკის მთავარი მენეჯერისა და სათავო ოფისისთვის;

** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, კომპანიის შინაგანაწესის-კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;

** პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ინიცირება/პროცესის შესაბამისად გამართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

** სამუშაოს შესრულებისას მედ პერსონალის უნიფორმის ტარება;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;

** აუცილებელია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უფროს მედდის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2026

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი მედდა"

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვა

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს კლინიკები
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა