კომერციული დირექტორის ასისტენტი გაყიდვების მიმართულებით
RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 500 ოფისით და 56 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი. „RSM საქართველო” აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები: - კომერციული დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მხარდაჭერა; - არსებული პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება; - დაინტერესებების მიღება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომერციული გუნდისთვის; - კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; - საპრეზენტაციო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ორგანიზება; - კორესპონდენციის წარმართვა; - კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/ჟურნალისტიკა) - ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია - Microsoft Office-ის კარგი ცოდნა
უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ttsitelauri@rsm.ge და “Subject” ველში მიუთითოთ: “კომერციული დირექტორის ასისტენტი”.