კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
- კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის ადმინისტრირება) განხრით
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Offce: Word; Excel; PowerPoint; Outlook)
უპირატესობად ჩაითვლება:
- დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
- სპეციალური სწავლება/ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია
- კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
- ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ.პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია
- ტურისტული პაკეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია
- პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება
- ინვოისის მომზადება და რეპორტინგი
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სასიამოვნო და საინტერესო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
- კვებას დღეში ერთხელ;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე.
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.