სავაჭრო ობიექტების/მერჩენდაიზინგის აუდიტორი
−63% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,733 ₾ · 41 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
შპს "ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო ობიექტების/მერჩენდაიზინგის აუდიტორი - დროებითი პროექტი
სამუშაო ტერიტორია: თბილისი პროექტის პერიოდი: 1-15 დეკემბერი ანაზღაურება: 1000 ლარი პროექტის სრულად შესრულებისთვის + შეთანხმებული ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შესამოწმებელი ქსელები: სპარი, ევროპროდუქტი, ჯიბე და ჭიტა
პროექტის მიზანი
აღნიშნულ ქსელებში წინასწარ განსაზღვრული ფილიალების შემოწმება და პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ფასების, თაროზე განთავსების, ხილვადობისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ზუსტი, ფოტომასალით დადასტურებული ინფორმაციის შეგროვება.
პოზიცია ასევე მოიცავს პროდუქციის ხილვადობის გაუმჯობესებას, სადაც ეს შესაძლებელია, და მაღაზიის მენეჯერებისგან უკუკავშირის მიღებას, რათა შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია კონკრეტულ ობიექტში პროდუქციის დისტრიბუციის გაგრძელება.
სამუშაოს დაწყებამდე კანდიდატს გადაეცემა ფილიალების სია, შესამოწმებელი პროდუქტების ჩამონათვალი, აუდიტის ფორმა და ფოტოების გადაღების ინსტრუქცია.
მნიშვნელოვანი სამუშაო პრინციპები
აუდიტორმა უნდა ასახოს ობიექტში ვიზიტისას არსებული საწყისი მდგომარეობა. თაროების შევსებამდე, პროდუქციის გადაადგილებამდე ან ფასმაჩვენებლის დამატებამდე - საწყისი მდგომარეობა უნდა დაფიქსირდეს სრულყოფილად. ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალებას მაღაზიის წესები და შეთანხმებული პროცედურები იძლევა; საჭიროების შემთხვევაში კი უნდა შეთანხმდეს პროექტის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავსი აუდიტების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და მარშრუტის ორგანიზების უნარი;
- მაღაზიის მენეჯერებთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- პროექტის პერიოდში შეთანხმებული ვიზიტების შესრულების შესაძლებლობა.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საგნის ველში მიუთითეთ: "სავაჭრო ობიექტების აუდიტორი - დეკემბერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.