საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტ
"ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტის თანამდებობაზე ქუთაისში .
ძირითადი მოვალეობები
- საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის/მომწოდებლების მოძიება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
- იმპორტირებული ტვირთების წინასწარი დეკლარირება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების მართვა;
- პროდუქციის სეს ესნ (HS) კოდების განსაზღვრა და თანმხლები დოკუმენტაციის (EUR.1, CT-1, CMR, BL, Certificate of Origin) მომზადება/შემოწმება;
- საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება;
- საბაჟო დეკლარანტად ან საბაჟო პროცედურების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საბაჟო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ASYCUDA / RS.GE);
- წინასწარი დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
- საერთაშორისო შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში გამოცდილება.
ენების ცოდნა სავალდებულოა: ქართული ინგლისური და რუსული.
პირობები
- ანაზღაურება: 2000 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე