სოციალური მედია მენეჯერი
ბათუმში, კომპანია "Rogantini Development" ეძებს სოციალური მედია მენეჯერს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (C1);
- სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნეს მართვის მიმართულებით.
ტექნიკური უნარ-ჩვევები:
- Adobe Photoshop ან Adobe Illustrator; Canva, Capcut
- MS Office, საოფისე პროგრამები.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- გამართული წერითი და მეტყველების უნარი;
- კრეატიული აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მიმდინარე ტრენდების ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობის და ანალიტიკის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- Instagram, Facebook, LinkedIn - სოციალური ქსელების მართვა და განვითარება;
- YouTube არხის მართვა და განვითარება;
- კონტენტის დიზაინის შექმნა: ვიდეო და ფოტო რედაქტირება, დამუშავება;
- პუბლიკაციების ტექსტების შექმნა, კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხი;
- Online სივრცეში დაგეგმილი კამპანიებისთვის საჭირო გრაფიკული მასალის დამზადება;
- ბანერის, სტიკერის, ფლაერის და ა.შ გრაფიკული მასალის დამზადება;
- ტარგეტოლოგთან/ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან თანამშრომლობა: სარეკლამო კამპანიების შემუშავება და განხორციელება;
- მუდმივი თანამშრომლობა გაყიდვების განყოფილებასთან, აქციებისა და შეთავაზებების ინფორმაციის მისაღებად;
- SEO ოპტიმიზაციის პრინციპის ცოდნა და გამოყენება;
- შედეგების ყოველკვირეული მონიტორინგი და ანალიზი.
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- ანაზღაურება: 1800 + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე, საგნის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედია მენეჯერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.