პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

TM7TSXTT გამოქვეყნდა 3 ნოე 27 ნახვა

რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი

სქაიტელი გარე განცხადება
₾1300–1700 / თვეში −53% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,189 ₾ · 45 განცხადება ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - მცხეთა - მთიანეთი დაქვემდებარება - სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 08:00 სთ -16:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 08:00 - 14:00 ანაზღაურება - 1300 - 1700 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებით სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები

  • საბაზო სადგურების მომსახურება, წესრიგში მოყვანა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანების შემთხვევაში, საბაზო სადგურებზე დროული მისვლა;
  • დაზიანების შემთხვევაში, მიზეზის პოვნა, ანალიზი და მისი აღმოფხვრა;
  • ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და გადაჭრის გზების განსაზღვრაში ჩართულობა
  • სადგურზე ელ. ენერგიის მიწოდების შეფერხებისას სადგურის ელ. მომარაგება მობილური გენერატორის საშუალებით;
  • სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დადგენილი წესით მიწოდება;
  • საბაზო სადგურების გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კვების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პერიოდული ტესტირება;
  • გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
  • საბაზო სადგურებზე ახალი აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია, ქსელში ინტეგრირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველი უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
  • იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით;
  • რადიო - სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი - მცხეთა - მთიანეთი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა