უმცროსი კონსულტანტი
−33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,337 ₾ · 131 განცხადება
გამოქვეყნდა 19 ოქტ (დარჩა 2 დღე) ბოლო ვადა: 19 ნოე
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
- მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
- პროდუქციის შესწავლა;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 900 ლარი + კვარტალური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!