თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00 - 14:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + თითოეული გაყიდული ბინიდან ყოველთვიური ბონუსი.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები
- დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ციფრული არხების საშუალებებით. (CRM-ის საშუალებით)
- მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დროულად მომზადება და მიწოდება მომხმარებელზე.
- ამავე საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგის გუნდთან მოთხოვნების გაგზავნა.
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი და პერიოდული გაზიარება გუნდთან.
- პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება და პერიოდულად გადახედვა ხელახალი დაკონტაქტების მიზნით.
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- AI ასისტენტის მონიტორინგი და მისი დახვეწა-გაუმჯობესება შესაბამისი და არსებული ფუნქციის საშუალებით.
- მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია და ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველყოფა.
- ყოველთვიური ერთობლივი დასახული გეგმის შესრულება;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.