SPA მენეჯერი
Hotel Crystal & Spa აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: SPA მენეჯერი
პოზიცია: SPA მენეჯერი სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, Hotel Crystal & Spa დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები: - SPA ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ორგანიზება; - SPA-ს მომსახურების ხარისხის კონტროლი; - თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; - სამუშაო გრაფიკების შედგენა და თანამშრომლების დატვირთვის განაწილება; - სტუმრების მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი; - სტუმრების მოთხოვნების, უკუკავშირისა და საჩივრების მართვა; - SPA პროცედურებისა და მომსახურებების ეფექტური ორგანიზება; - საჭირო ინვენტარისა და პროდუქციის მარაგების კონტროლი; - სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი; - SPA-ს ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი; - ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება; - ახალი თანამშრომლების შერჩევისა და გადამზადების პროცესში მონაწილეობა; - სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - SPA-ს, სილამაზის ცენტრის, სასტუმროს ან შესაბამის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები; - გუნდთან მუშაობისა და თანამშრომლების მართვის გამოცდილება; - სტუმრებთან კომუნიკაციის მაღალი უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი; - მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - სასტუმროს/SPA სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული; - კომუნიკაბელური; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - ლიდერული უნარებით; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით; - სტუმარზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამშრომლობას პროფესიონალურ გუნდთან; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.