8347 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TRJ2N2A5 გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

სკოლის დაწყებითის მასწავლებელი

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა via jobs.ge
დისტანციური სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; ** უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა; ** წერილობითი დავალება (ესე/ქეისის ანალიზი), რომელსაც კანდიდატი მიიღებს წერილობით, www.pedagogi.ge-ზე მითითებულ პირად ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამის ინსტრუქციასთან და შეფასების კრიტერიუმებთან ერთად და მიეცემა გონივრული ვადა შესასრულებლად. ** ინდივიდუალური გასაუბრება; ** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფომის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

** პირადობის მოწმობა; ** რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული CV გამოგვიგზავნოთ სკოლის მეილზე: gastbilisi@gmail.com); ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ** დამატებით, სერთიფიკატი/სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე; ** სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის შერჩევის წესი:

კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:

** პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა; ** პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ** პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gastbilisi@gmail.com, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დაწყებითის მასწავლებელი).

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა