HR / ადამიანური რესურსების მენეჯერი
ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით საქმიანობს ამერიკულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას HR-ის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 5 დღე — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - სამუშაო საათები: 17:00 – 01:00 (1 საათიანი ცდომილებით. ამერიკის დროის მიხედვით) - ანაზღაურება 1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები - არსებულ მძღოლებთან კომუნიკაცია და მათგან განახლებული დოკუმენტაციის მიღება და გადამოწმება; - ელექტრონულ ფოსტასთან (Email) ყოველდღიური მუშაობა და შემოსული/გასაგზავნი ინფორმაციის დროული დამუშავება; - არსებულ მონაცემთა ბაზაში მძღოლებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განახლება და მოწესრიგება; - გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება; - ყოფილ მძღოლებთან დაკავშირება, მათთან გასაუბრება და, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი ხელახალი ჩართვის პროცესის მხარდაჭერა; - საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვეო კომპანიებთან კომუნიკაცია მძღოლების შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების, მიღების ან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით; - საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ამერიკული წყაროს გამოყენებით პოტენციური მძღოლების მოძიება, მათთან პირველადი კომუნიკაცია/გასაუბრება და შესაბამის სისტემაში მათი მონაცემების დამატება. - მოცემული სამუშაო არ მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოვალეობის ყოველდღიურად შესრულებას და არ ატარებს სისტემატურ ხასიათს. მოვალეობები ნაწილდება პრიორიტეტების მიხედვით სხვადასხვა დღეებზე. მოცემული სამუშაო არ მოიცავს HR Manager-ის პოზიციას და ძირითადად მოიცავს ადმინისტრაციული მიმართულებით საქმიანობას.
მოთხოვნები: - HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; სასურველია 1–2 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით ინგლისურენოვან სამუშაო გარემოში; - ლოგისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე — სამუშაოს ფარგლებში სხვადასხვა პირებთან ინგლისურენოვანი კომუნიკაციისთვის; - ელ.ფოსტასთან (E-mail) ეფექტურად მუშაობის უნარი; - კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; - სწრაფად მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / Resume ელ.ფოსტაზე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.