8093 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TSQN4NMD გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

კურიერი

ონექს ჯორჯია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Onex Georgia" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ: "ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში "ONEX" ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

ამ ეტაპზე "ONEX" ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს ტრანსპორტირებას მსოფლიოს ქვეყნიდან, ამ ქვეყნებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო შიფინგ მისამართები მიიღონ.

პირობები: - საწვავის ანაზღაურება 100 კმ-ში 6 ლიტრი - მობილური, კორპორაციული SIM ბარათი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით

სამუშაოს აღწერა: - ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება მიმღებთან - მუდმივი კომუნიკაცია საკურიერო დეპარტამენტის გუნდთან - ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი

მოთხოვნები: - საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია) - პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა - მომხმარებლებთან კორექტული ურთიერთობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე HR@onex.ge. ინფორმაციის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ონექს ჯორჯია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა