საუზმის მიმტანი
ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო-რესტორანი დილის საუზმის სერვისისთვის ეძებს გამოცდილ და სტუმართმოყვარე მიმტანს.
მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა და საუზმის დროს მომსახურება;
- შვედური მაგიდის მოწესრიგება და საჭირო პროდუქტების დროული შევსება;
- სისუფთავისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
- სტუმრებისთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
- გახარჯული პროდუქციის აღწერა.
მოთხოვნები
- მიმტანად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- სტუმრებზე ზრუნვისა და სასიამოვნო მომსახურების სურვილი.
გრაფიკი: 2/2 სამუშაო პერიოდი: 07:00-12:00 ანაზღაურება: 60 ლარი ცვლაში — ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე.