მოლარე-კონსულტანტი
კომპანია "ეკოკლიმა" ეძებს მოლარე-კონსულტანტს გათბობისა და გაგრილების ტექნიკის მაღაზიაში ქ. რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- გათბობისა და გაგრილების პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- პროდუქციის მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
- პროდუქციის ასორტიმენტისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
- სალარო ოპერაციების წარმოება და სალარო აპარატთან მუშაობა;
- დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შესაბამისი ანგარიშგება;
- სავაჭრო სივრცისა და პროდუქციის მოწესრიგება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის ან გათბობა-გაგრილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პროდუქციის შესწავლისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გიორგი ქუჩიშვილის ქ. N 2ვ
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.