სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)
მოვალეობები
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
- ზარების სპეციალურ პროგრამაში მონაცემების ასახვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- გამართული მეტყველება;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV ელფოსტაზე 2026 წლის 21 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სატელეფონო ცენტრის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!