საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება
- დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია
- ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა
- საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
- გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები
- საერთაშორისო ბაზრების ცოდნა
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას
- პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.
Wine Kakheti • ვაინ კახეთი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: http://www.wk.ge).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.