შინაგანი მედიცინის სპეციალისტი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას შინაგანი მედიცინის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში;
- მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული სტანდარტების მიხედვით;
- სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო გაიდლაინების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები
- გულისხმიერება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, აკურატულობა;
- დროის მართვის უნარი;
- საკუთარ თავზე მუშაობისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 21.11.2026-მდე ელ.მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.