8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V37SJG89 გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი

ოლიმპი via jobs.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას დასაფასოებელი წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ხარისხიანი დაფასოება, შეფუთვა და მარკირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** დასაფასოებელი დანადგარებისა და დამხმარე მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი; ** ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა; ** საწარმოო გეგმის დროული, ზუსტი შესრულება და პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლი; ** სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური უნარები: მათემატიკური აზროვნება (მასალების ზუსტი ხარჯვისა და ნაშთების აღრიცხვისთვის); ** გამოცდილება: წარმოებაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილსინდისიერება და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და ფიზიკური გამძლეობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და სანიმუშო სამუშაო ეთიკა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000+ ლარი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ოლიმპი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა