8144 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V3SRGKWK გამოქვეყნდა 26 აგვ 1 ნახვა

ავეჯის კონსულტანტი

Litten Tree via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ავეჯის ქართული საწარმო Litten Tree აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა, დაინტერესებული ხართ ინტერიერისა და ავეჯის სფეროთი და გსურთ პროფესიული განვითარება სტაბილურ სამუშაო გარემოში, გელით ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ერისთავის ქ. №26

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის კეთილგანწყობილი დახვედრა და საჭიროებების განსაზღვრა; - მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ სრულყოფილი და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლის დახმარება მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში; - გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა; - პროდუქციისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ავეჯის, ინტერიერის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

როგორი გუნდის წევრი გვჭირდება: - ჩვენთვის პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და სამუშაო მიდგომაც. ვეძებთ ადამიანს, რომელიც: - კრეატიულად აზროვნებს და ღიაა ახალი იდეების მიმართ; - ავლენს ინიციატივას და აქვს განვითარების სურვილი; - ეფექტურად თანამშრომლობს გუნდთან; - პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, არის ორგანიზებული და პუნქტუალური; - გამოირჩევა კომუნიკაციის კარგი უნარებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

რას გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; - მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ გარემოს; - პროფესიონალურ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას; - ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებით საბონუსე სისტემას.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge

ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: „ავეჯის კონსულტანტი“.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Litten Tree
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა