ბარისტა
−25% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,610 ₾ · 115 განცხადება
გამოქვეყნდა 23 ოქტ (დარჩა 11 დღე) ბოლო ვადა: 24 ნოე
ვაკანსია — ბარისტა
კაფე "7ჩაი" ეძებს გუნდის წევრს!
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, აქტიური სამუშაო გარემო და გინდა იმუშაო ახალ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში, ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გთავაზობთ
- სამუშაო გრაფიკი: 16:00-24:00
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო
- ახალ კაფეში მუშაობის შესაძლებლობა, სადაც შენი იდეები და ინიციატივა დაფასებული იქნება
ვის ვეძებთ
- პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანს
- ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს
- ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა
- კრეატიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა
- დისციპლინირებულ და გუნდურ მოთამაშეს
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია
ბარისტად მუშაობის ან კვების/მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაში მზად ვართ გასწავლოთ.
ლოკაცია: ვახტანგ ჭაბუკიანის N2
თუ ფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის წევრობა შენთვის საინტერესო იქნება, მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნე CV.
შემოგვიერთდი — ერთად შევქმნათ 7ჩაის განსაკუთრებული გარემო!