პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

V3Y6VN4T გამოქვეყნდა 13 ნოე 6 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი

Vestel გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

"VESTEL GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტისა და მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სამუშაო ადგილმდებარეობა (ფილიალები)

  • თბილისი: გლდანი; წერეთელი (ჰიპერმარკეტი "გორგია")
  • ბათუმი: ჰიპერმარკეტი "გორგია"; ი. ჭავჭავაძის ქ. N21

სამუშაო პირობები

  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი (6 სამუშაო დღე, ცვლადი გრაფიკით);
  • თანამშრომლობის ფორმა: გრძელვადიანი ან დროებითი თანამშრომლობა (მხარეთა შეთანხმებით);
  • შერჩევის ფორმა: გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციური შესაძლებლობებისა და საგარანტიო პირობების გაცნობა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტიანად წარმართვა და გეგმების შესრულებაში მონაწილეობა; (საბონუსე სისტემა გეგმაზეა აწყობილი)
  • სალარო ოპერაციების წარმოება დადგენილი პროცედურების შესაბამისად; (მოლარის პოზიციაზე)
  • პროდუქციის სწორად განთავსება, ფასმაჩვენებლებისა და მიმდინარე აქციების კონტროლი;
  • სავაჭრო სივრცის მოწესრიგება;
  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საერთაშორისო კორპორაციაში პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ შიდა ტრენინგებს;
  • კარიერული წინსვლის რეალურ პერსპექტივას Mataraci Goup_ში;
  • თანამშრომლებზე მორგებულ სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის პროდუქციაზე;
  • სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს.

კომპანიის შესახებ:

VESTEL საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით. შპს "მატექს ჯორჯია" წარმოადგენს ბრენდს საქართველოს ბაზარზე და ხელმძღვანელობს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) კომპანიის HR დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე ან შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა. https://maqma.ge/career

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ სასურველი ქალაქი და ფილიალი:

"გაყიდვების კონსულტანტი / მოლარე-კონსულტანტი — თბილისი (გლდანი / წერეთელი)" "გაყიდვების კონსულტანტი / მოლარე-კონსულტანტი — ბათუმი (გორგია / ჭავჭავაძე)"

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

სასწრაფო შერჩევიდან გამომდინარე, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების მიღებისთანავე. რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. მონაცემები კონფიდენციალურია და არ გადაეცემა მესამე პირებს კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა