7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V6663FA4 გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

გამბერი დანადგარის ოპერატორი

ალფა პეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას გამბერი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი ფუნქციები: - გამბერი დანადგარის მართვა (გაშვება/გაჩერება და პარამეტრების კონტროლი); - პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - პროდუქციის მარკირება, შეფუთვის კონტროლი და წუნის სორტირება დადგენილი პროცედურების მიხედვით; - სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება (პარამეტრების ანგარიში, ოპერატორის ჟურნალი); - სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; - ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება; - საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციული/ტექნიკური დავალებების შესრულება.

სამუშაო დრო: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.

დამატებითი სარგებელი: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით; - სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები: - ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; - დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი; - სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი.

დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/ly3T3

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ალფა პეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა