9,134 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V6F05Y99 გამოქვეყნდა 18 სექ 1 ნახვა

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მთავარი ბუღალტერი, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾2240–2720 / თვეში ბოლო ვადა: 28 სექ

ვაკანსია N1

ორგანიზაცია სსიპ - "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი)

კატეგორია: ბუღალტერია თანამდებობრივი სარგო: 5600 ლარი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.09.2026 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

ა) სამმართველოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა, სამმართველოს ხელმძღვანელობა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფა; გ) პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და საგადახდო მოთხოვნების დროულად და ხარისხიანად შედგენის კონტროლი; დ) მატერიალურ ფასეულობათა და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების შესწავლა და დოკუმენტური ასახვა; ე) სააგენტოს ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება, ხარჯების გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება; ვ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ზ) სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების და სხვა საფინანსო-ეკონომიკური ხასიათის ანგარიშების (თვის, კვარტლის, წლის ჭრილში) მომზადება; თ) სააგენტოს მიერ მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი; ი) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" პორტალზე აუცილებელი ინფორმაციის განთავსება; კ) საშემოსავლო დეკლარაციისა და განაცემთა ინფორმაციის ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული ფორმით ატვირთვა; ლ) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება/საბანკო საქმე/აღრიცხვა და დაბეგვრა/მათემატიკა და სტატისტიკა; ბ) სამუშაო გამოცდილება - ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საბუღალტრო პროგრამა "Oris Accounting"/"Oris Manager" - ში მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ოპერატიული მართვის სტილი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულება;
  • შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • ადამიანური რესურსების მართვის უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაციის, პრეზენტაციის, წერის კარგი უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ, დეტალურად გაეცნოთ კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას და განაცხადი გააკეთოთ vacancy.hr.gov.ge-ზე (ვაკანსიის N103089) და შესაბამის გრაფებში ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ვაკანსია N2

ორგანიზაცია სსიპ - "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

კატეგორია: ბუღალტერია შრომის ანაზღაურება: 2240 ლარიდან 2720 ლარამდე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.09.2026 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, დროებითი შრომისუუნარობის თანხების, შვებულების გაანგარიშება, შესაბამისი დაკავების უზრუნველყოფა და გადარიცხვა ხაზინის ელექტრონული სისტემის საშუალებით; ბ) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების და საგადახდო მოთხოვნების რეგისტრაცია/ რედაქტირება; გ) საბუღალტრო პროგრამაში საბუღალტრო გატარებების განხორციელება, ბარათებისა და ბრუნვითი უწყისების შედგენა; დ) ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგების, მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების მიღებისა და შემდგომი ექსპლუატაციის აღრიცხვა; ე) ყოველწლიურად ჩატარებულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ვ) საშემოსავლო დეკლარაციისა და განაცემთა ინფორმაციის ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული ფორმით ატვირთვა; ზ) ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება/საბანკო საქმე/აღრიცხვა და დაბეგვრა/მათემატიკა და სტატისტიკა; ბ) სამუშაო გამოცდილება - საფინანსო ან ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საბუღალტრო პროგრამა "Oris Accounting"/"Oris Manager" - ში მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ოპერატიული მართვის სტილი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულება;
  • შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ, დეტალურად გაეცნოთ კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას და განაცხადი გააკეთოთ vacancy.hr.gov.ge-ზე (ვაკანსიის N103091) და შესაბამის გრაფებში ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა