ბარის ადმინისტრატორი
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პასუხისმგებლობები
- მომხმარებლის ეფექტური მიღება და მომსახურება;
- კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
- ტერმინალთან მუშაობა;
- გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები
- პოზიტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) საბაზისო ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
განრიგი და ანაზღაურება
- განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლები: 08:00-15:30 სთ. ან15:30 -23:00 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით:
- კორპორატიულ ფასდაკლებებს და სხვა ბენეფიტებს.
დეტალური პირობების სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://oktopus.selfrecruit.ge/s/ivkNh