მათემატიკის მასწავლებელი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქალაძის ქ.N4
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია ცხადდება დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლის შემცვლელად და მისი ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი სემესტრია, მაქსიმუმ კი - ერთი წელი.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
1. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 2. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა); 3. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 4. 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი; 5. უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
სამუშაო განაკვეთი: 14 სთ. კვირაში.
კონკურსის ეტაპები
- აპლიკანტმა ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა.
- პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
- მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები;
- მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.
დამატებითი ინფორმაცია:
ა) საგაკვეთილო პერიოდი აკადემიაში მოიცავს პირველ ცვლას, 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. ბ) კანდიდატის ანაზღაურება დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე, სტატუსსა და გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის ბოლო ეტაპზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - მათემატიკის მასწავლებელი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.