მიმტანი
რესტორანი ტერასა აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; - სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; - მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; - სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ: - გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; - ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; - მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Elenekhokrishvili@gmail.com