IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორი
+190% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,377 ₾ · 86 განცხადება
გამოქვეყნდა 24 ოქტ (დარჩა 8 დღე) ბოლო ვადა: 21 ნოე
შპს. „მასტერ ფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club“-ის სახელით არის ცნობილი. აცხადებს ვაკანსიას IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ანაზღაურება: 4000 ლარი ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.7
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა აუცილებელია
ძირითადი მოვალეობები
- ქსელის კონფიგურაცია - ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
- პერსონალისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, კონფიგურაცია, მონიტორინგი;
- ტექნიკური დახმარება (Helpdesk):
- სათვალთვალო კამერების (IP და ანალოგური), NVR/DVR ჩამწერების კონფიგურაცია და კამერების დისტანციური წვდომის გამართვა.
- IT ტექნიკის ბაზრის ცოდნა, ფასების შედარების, ოპტიმალური აპარატურის შერჩევისა და შესყიდვების ორგანიზების უნარი.
პიროვნული თვისებები
- ლოგიკური აზროვნება და რთული ტექნიკური გაუმართაობების სწრაფად აღმოფხვრა
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
- კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კომფორტული სამუშაო გარემოს
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდს
აუცილებელია რეზიუმე/CV-ში მიუთითოთ მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია! აუცილებელია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილი! დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.