სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
სამკერვალო კომპანია პრომოარეა აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; გამართულად მეტყველების უნარი; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
ძირითადი მოვალეობები: პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით; მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; სატელეფონო ზარების ყოველდღიური გეგმის შესრულება; პოტენციური კლიენტების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ბაზაში დაფიქსირება.
პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი 10:00 საათიდან 18:00-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ხელფასი: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი.
ოფისი მდებარეობს მუხიანში: გობრონიძის 25დ.
დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Mziko@promoarea.ge
გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!