მძღოლი-დისტრიბუტორი
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.
"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმით - თბილისსა და ბათუმში.
კომპანია "ზოდის" განვითარება განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ადგილი, სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი.
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი. სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე სამუშაო საათები: 09:30-18:30
სამუშაო აღწერა:
** შეკვეთების მიხედვით პროდუქციის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება სავაჭრო ობიექტებსა და კლიენტებთან; ** პროდუქციის ჩამოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია დეტალების დაზუსტების მიზნით; ** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!