ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს კლიენტების მრჩეველი
ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს კლიენტების მრჩეველების გუნდში
თბილისი | სტაჟირების შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
გსურს კარიერის დაწყება საბანკო სფეროში? შემოუერთდი ProCredit Bank-ის გუნდს და მიიღე შესაძლებლობა შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაო დინამიურ გარემოში, ისწავლო პროფესიონალებისგან და წარმატებული სტაჟირების შემდეგ გააგრძელო კარიერა ბანკში. ProCredit Bank გერმანული საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რაც გაძლევს შესაძლებლობას კარიერა დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტში და მიიღო ღირებული გამოცდილება პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.
რა გელოდება ჩვენთან?
- ანაზღაურებადი სტაჟირება
- რეალური გამოცდილება საბანკო სფეროში და არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება
- მენტორისა და გამოცდილი კოლეგების მხარდაჭერა, რომლებიც დაგეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში
- საერთაშორისო, გერმანულ ჰოლდინგში შემავალი ბანკის გარემოში მუშაობის გამოცდილება
- სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გარემო, სადაც სწავლასა და კარიერულ განვითარებას შორის ბალანსი მნიშვნელოვანია
- კარიერული ზრდისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობა სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ
- გამოცდილებას, რომელიც შენი კარიერის ძლიერი სტარტი გახდება
ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ...
- მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ხარ
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- დაინტერესებული ხარ საბანკო და ფინანსური სფეროთი
- ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და სწრაფად ითვისებ ახალ ცოდნას
- გაქვს საბანკო სფეროში მუშაობის მცირეხნიანი გამოცდილება (თუმცა არ არის სავალდებულო)
რატომ შეიძლება ეს იყოს შენი კარიერის სწორი დასაწყისი?
თუ გსურს სწავლასთან ერთად მიიღო რეალური პროფესიული გამოცდილება, იმუშაო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ბანკში, განივითარო პრაქტიკული უნარები და კარიერის დაწყებისთანავე მოხვდე გარემოში, სადაც შენს განვითარებაში რეალურად დებენ ინვესტიციას, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
გადადგი შენი კარიერის პირველი ნაბიჯი ProCredit Bank-თან ერთად!
გამოგვიგზავნე CV ვაკანსიის დასახელებით "სტაჟიორი (თბილისი)" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18.12.2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 geo.info@procredit-group.com