7938 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VGNRV981 გამოქვეყნდა 27 აგვ 16 ნახვა

გრანდ ელექტრონიქსი

გრანდ ელექტრონიქსი

გაყიდვების კონსულტანტი

გრანდ ელექტრონიქსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;

** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა;

** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;

** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

** ენერგიული და მოტივირებული;

** პრეზენტაციის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძე № 15; ქ.თბილისი, ქართულ ამერიკული მეგობრობის ქუჩა, ჰიპერმარკეტი დომინო № 25; ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ, East Point № 2

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კონსულტანტი წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გრანდ ელექტრონიქსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის