9,582 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VH9FPX8Z გამოქვეყნდა 14 სექ 4 ნახვა

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ინჟინერ-კონსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ოქტ

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ -კონსტრუქტორის პოზიციაზე ორ ლოკაციაზე.

არსებითი პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი
  • სამუშაოს გრაფიკი: 08:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12 სთ-დან 13 სთ-მდე)
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაოს გრაფიკი: 09:30-18:30 სთ, შესვენება 1 საათი (13 სთ-დან 14 სთ-მდე)
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დავალების მიხედვით პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი; ** საჭირო ნახაზების პროექტირება AUTOCAD პროგრამით (ЕСКД- ერთიანი საკონსტრუქტორო სტანდარტებით); ** პროექტით განსაზღვრული ლითონის ნაკეთობის მექანიკური დამუშავება ნახაზების მიხედვით: შედუღება, პლაზმური ჭრა, აირით ჭრა და თერმული დამუშავება; ** პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა; ** პროექტის მიმდინარეობისა და ნაკეთობებს დამუშავების მეთვალყურეობა წარმოების ყველა ეტაპზე; უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

ცოდნა და უნარები:

  • ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია);
  • ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკური ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office;
  • AutoCAD.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე.

მეილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება და სასურველი ლოკაცია, კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა