დარბაზის მენეჯერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
ვაკანსია: დარბაზის მენეჯერი კომპანია: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30) დასვენების დღე: შაბათი ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
- სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
- სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
- თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პიროვნული თვისებები
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია
- მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.