8942 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VN109447 გამოქვეყნდა 1 ოქტ 4 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

პროგრამების მართვის სამმართველოს უმცროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტის პროგრამების მართვის სამმართველოს უმცროსი მენეჯერის ვაკანსიაზე.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, საკუთარ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობა, მართვა და პერიოდული ანგარიშგება;
  • ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიშების (შესაბამისი საგრანტო კომპონენტებით ან მის გარეშე) დეტალური ანალიზი და პროგრამის პირობებთან და დადასტურებულ განაცხადთან შესაბამისობის დადგენა;მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი და რისკების შეფასება;
  • პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა პარტნიორ კომპანიებთან (მათ შორის, მონიტორინგის კომპანიებთან) კომუნიკაცია, სახელმწიფო პროგრამების ჭრილში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და თანამშრომლობის ხარისხის კონტროლი;არსებული პროგრამების ჭრილში სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება;
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის არსებული პროგრამების ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა;
  • სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ტრენინგში და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
  • სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მონიტორინგის, დაფინანსების ან ფინანსური აუდიტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური და ხარჯვის აუდიტორული დასკვნების წაკითხვის, დამუშავებისა და ანალიზის, ასევე მსგავსი დასკვნების მომზადების (წერის) პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია ACCA-ის ფინანსური ანგარიშგების (F7 - Financial Reporting) მოდულის წარმატებით ჩაბარების სერტიფიკატი;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • რთული ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
  • სტრატეგიული ხედვა;
  • ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროგრამების მართვის სამმართველოს უმცროსი მენეჯერი

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა