8642 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VNA2P6ND გამოქვეყნდა 11 სექ 3 ნახვა

უნ 1

უნ 1

მებაღე

უნ 1 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს „უნ 1“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46 ანაზღაურება:

1 500 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00–19:00; შაბათი — არასრული სამუშაო დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის: - გაზონის რეგულარული გაკრეჭვა და მოვლა; - საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა; - მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება; - ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა; - მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება; - მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა; - მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით; - გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა; - საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა; - სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება; - სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება; - გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა; - ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნა - ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაზგავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
უნ 1
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა