საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საინჟინრო დეპარტამენტის სტრატეგიული მართვა, განვითარება და საკუთარი გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტება (კადრების შერჩევა, გასაუბრება და პოზიციებზე განაწილება).
** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური, საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციის მართვის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა და დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფილი კოორდინაცია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალებისა და სამუშაო ნახაზების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა.
** კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა და კომპიუტერული ფორმატების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა/შენარჩუნება.
** წარმოებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენა, საინჟინრო ინფორმაციის სწორი დოკუმენტირება და ფაილების მართვა.
** შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის შესაბამისობის მკაცრი კონტროლი.
** წარმოების პროცესების ეფექტური დაგეგმვა და ოპტიმიზაცია.
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ორგანიზება და ზედამხედველობა.
** წარმოების პროცესში ჩართული პირებისთვის პროდუქტის ტექნიკური დეტალების დროული გაცნობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით.
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ ან უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და გუნდის მართვის უნარები.
ჩვენი შეთავაზება:
** სრული პასუხისმგებლობას და გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობას
** კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.