უმცროსი ექიმი ნეიროქირურგიის განყოფილებაში
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ნეიროქირურგიის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
პიროვნული თვისებები
- თავაზიანობა;
- აკურატულობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 30.11.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი ნეიროქირურგიის განყოფილებაში".
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.