9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VNVQJP40 გამოქვეყნდა 7 ოქტ 29 ნახვა

ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსი

ლაბორატორიის სპეციალისტი

ნუტრიმაქსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1300–1700 / თვეში ბოლო ვადა: 4 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე, ხარისხსა და შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს. სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა; სამუშაო გრაფიკი - დინამიური, მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სთ) დღის და ღამის ცვლა; ანაზღაურება - პირველი 2 თვე 1300 ლარი; 2 თვის შემდგომ 1500 ლარი; 6 თვის შემდგომ 1700 ლარი ტესტირების და შეფასების საფუძველზე; დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები: - ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და ტესტების ჩატარება დადგენილი პროტოკოლებისა და პროცედურების მიხედვით; - მზა საკვების და ნედლეულის ნიმუშის აღება შესაბამისი სტანდარტების დაცვით; - ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და რეპორტინგი; - გარე ლოკაციებზე/გარე საწყობებში ნიმუშების აღება; - ანალიზის შედეგების აღრიცხვა/დამუშავება და დანადგარების მოვლა, კალიბრაცია; - გარე ლაბორატორიული კვლევებისთვის/ნიმუშების მომზადება გასაგზავნად; - გარე ლაბორატორიული შედეგების მიღება/დამუშავება; - შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; - სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებით; - სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება; - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზისო ცოდნა; - სასურველია ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური (B1) და რუსული ენების ცოდნა (A2); - საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა. - ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

ვაკანსიის დეტალების სანახავად და განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/pUqSy

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა