ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია გასა GASA – რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
გრაფიკი: 10:00-18:00 ან 12:00-20:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე - რუსული ენის ცოდნა (სასურველია) - საოფისე პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი); - ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა; - მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; - ავიაბილეთების დაჯავშნა – გამოწერა; - ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
უნარ-ჩვევები: - სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; - ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი - ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი - მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800₾ გამოსაცდელ ვადაში + ბონუსი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება: ფიქსირებული 1000₾ + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV). კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.