აღმზრდელი
„მწვანე ალუბალი“ - ადრეული განათლების ცენტრი, აცხადებს აღმზრდელების შერჩევას.
ვაცხადებთ ახალი ნაკადის მიღებას - ეს არის შერჩევითი პროცესი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით ადრეული განათლების სფეროში და სურს გახდეს ძლიერი, მოთხოვნადი სპეციალისტი. (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია)
რას გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში - მუდმივ ტრენინგებსა და სისტემურ პროფესიულ განვითარებას - გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვა და იდეები რეალურად განახორციელო - შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სფეროში, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება - პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე მიდგომებში (მათ შორის Reggio Emilia)
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (net) სამუშაო გრაფიკი: 8 სთ / კვირაში 5 დღე
შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც: - აქვთ განათლება ფსიქოლოგიაში (არასავალდებულო) - ნამდვილად უყვართ ბავშვებთან ყოფნა და თამაში - მზად არიან განვითარებისთვის და აქტიური სწავლისთვის - გამოირჩევიან პასუხისმგებლობით და ორგანიზებულობით - ხედავენ ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში - გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი დამოკიდებულებაა.
თუ გრძნობ, რომ ეს ადგილი შენთვისაა - განაცხადის მისაღებად გამოგვიგზავნე CV და მოკლე წერილი შენ შესახებ: / მისამართი: ვაკე /საბურთალო, თბილისი. ვებ. გვერდი: alubali.org
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.