აღმზრდელ-პედაგოგი
საბავშვო ბაღი "ელიოტი.Elliot" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე, სექტემბრიდან.
ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:
- სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით
- ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
- წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს)
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან) სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 09:00-19:00 ხელფსი: 1200-1500₾
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით და სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
- სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აუცილებელი პირობაა თვითგანვითარებაზე ზრუნვა
საბავშვო ბაღი "ელიოტი" გთავაზობთ:
- მზრუნველ და გუნდურ გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.