საწყობის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! ანაზღაურება: 1600 ლარიდან + ბონუსები სამუშაო საათები: 09:00 - 19:00 დასვენების დღე : კვირა
მოვალეობები: - პასუხისმგებელია პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლზე. - პასუხისმგებელია ჩამოსაწერი პროდუქტის დახარისხების კონტროლზე და შესაბამისი პროგრამული ოპერაციების სწორად წარმოებაზე. - ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის მომარაგება. - შეასრულოს უშუალო უფროსის მიერ მიცემული წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული სამუშაო. - კისრულობს ვალდებულებას და იღებს პასუხისმგებლობას, მუდმივ რეჯიმში გააკონტროლოს და მოითხოვოს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და ხარისხიანი შესრულება - ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.
მოთხოვნები: - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი - შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლიანობა; - კომუნიკაბელურობა; - პუნქტუალურობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს! სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ტელ: + 995 32 2 907 907