კონტენტ კრეატორი
"m²" უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" -ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²" -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, კონტენტსტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სოციალური მედიისთვის, ვებ გვერდისა და მობილური აპლიკაციისთვის საიმიჯო, გაყიდვებზე ორიენტირებული და სხვადასხვა თემატიკის კრეატიული და მიზნობრივი კონტენტის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
- კონტენტკალენდრის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი;
- ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება, სცენარების წერა და გადაღების პროცესში მონაწილეობა;
- ციფრული არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
- მარკეტინგული კამპანიებისთვის კრეატიული იდეებისა და საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავება;
- სხვადასხვა ფორმატის ტექსტების მომზადება: სარეკლამო ტექსტები, პოსტები, სტატიები, ვიდეოს სცენარები და Voice Over ტექსტები;
- კომპანიის პროექტებისა და პროდუქტების შესახებ სარეკლამო და საიმიჯო ტექსტების შექმნა;
- ვებგვერდის, ბროშურების, პრეზენტაციების, კატალოგებისა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის ტექსტების მომზადება;
- ტრენდების, სოციალური მედიის სიახლეებისა და კონკურენტების საკომუნიკაციო აქტივობების მუდმივი მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სოც. მედიის პლატფორმების ალგორითმების და ფუნქციონალის ცოდნა (Meta, LinkedIn, YouTube);
- გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება;
- ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება (სასურველია Canva/Adobe Premiere/CapCut ან სხვა საბაზისო ვიზუალური/ვიდეო ინსტრუმენტების ცოდნა);
- ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის (ქოფირაითინგის) უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი სამუშაო ადგილი - აკაკი წერეთლის გამზირი N118, m² გალერეა
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.