7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VTX5NDPH გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი

ევრო კრედიტ+ via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾3000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია „ევროკრედიტ +“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: 3000 ლარი (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის მოზიდვა; - პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები; - მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება; - ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება; - სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; - სესხის გაცემის პროცესის მართვა; - პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა; - პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით; - საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;

დამატებითი უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - ენერგიული, აქტიური; - ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; - გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wU9T9r2c

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ევრო კრედიტ+
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა