პრომოუტერი/პრომო კონსულტანტი
კომპანია "META BUILDER" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ წევრებს ჩვენი გუნდისთვის, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი სერვისის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში.
პოზიცია: პრომოუტერი/პრომო კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის პრეზენტაცია: მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის პროდუქტის/სერვისის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა.
- ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია: პოტენციური კლიენტების შემთხვევაში შეხვედრის ჩანიშვნა, დროულად რეაგირება და ხელმძღვანელის ინფორმირება.
- სერვისის წარდგინება: კომპანიის იმიჯის პოზიტიურად და პროფესიონალურად წარმოჩენა.
- რეპორტინგი: სამუშაოს დასრულების შემდეგ დღის მოხსენების ჩაბარება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი: გამართული და თავაზიანი მეტყველება.
- პოზიტიური განწყობა: ენერგიულობა, ღიმილი და ხალხთან მუშაობის სიყვარული.
- პასუხისმგებლობის გრძნობა: პუნქტუალურობა და სამუშაო გრაფიკის დაცვა.
- გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (მაგრამ არ არის სავალდებულო).
რას გთავაზობთ:
- მოქნილი გრაფიკი: სტუდენტებზე მორგებული სამუშაო საათები (ნახევარი განაკვეთი ან მხოლოდ უქმე დღეები).
- ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსები გამომუშავებით.
- მეგობრული გარემო: განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.