მზარეული
აზიური სამზარეულოს და მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 2/2 (როგორც დღის ასევე ღამის ცვლები ცვლები.) ანაზღაურება საათში 8/9 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- კალკულაციის მიხედვით მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება;
- პროდუქციისათვის საჭირო ნახევარფაბრიკატების დამზადება/დამუშვება და შენახვის წესების დაცვა;
- ბრენდ შეფის მიერ დადგენილ რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მარაგების მართვა და კონტროლი;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგის განხორციელება;
- სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა;
მოთხოვნები:
- სასურველია კვების ტექნოლოგის ან კულინარიული განათლება;
- სასურველია იაპონურ ან აზიურ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ეთანხმება მის მიერ გამოგზავნილი პერსონალური ინფორმაციის კომპანია სს სუში მანიას მიერ შენახვასა და დამუშავებას.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შეინახება და დამუშავდება 1 წლის განმავლობაში.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ველში-"Subject", მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"მზარეული".
ბენეფიტები: დაზღვევა და ფიტპასი
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.