გაყიდვების მენეჯერი
"Cargo Logist Group" LLC არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!
რას გთავაზობთ ჩვენ
- მოჭრილი ხელფასი (1700 ლარი) + ბონუსები (500-5000 ლარი, დამოკიდებულია შეკვეთების შესრულებაზე);
- საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
- მეგობრული გუნდი, რომელიც მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე.
ძირითადი მოვალეობები
- დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
- მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის პროდუქციის/მომსახურების პრეზენტაცია;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც
- აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო სფეროში გაყიდვების მიმართულებით (გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია);
- აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- არის აქტიური და შრომისმოყვარე;
- ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური.
სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18.12.2026